კემბრიჯის ჰერცოგი ოჯახთან ერთად კანადას ეწვია. უილიამმა და ქეიტმა ვანკუვერში იმიგრაციის სამსახური მოინახულეს, სადაც მათ ასობით გულშემატკივარი დახვდათ. სააგენტო ყოველწლიურად 25 ათასზე მეტ მიგრანტს ეხმარება საცხოვრებლისა და სოციალური დახმარების მოძიებაში. მიგრანტების ძირითადი ნაწილი სირიიდან დევნილი მოსახლეობაა. მიგრანტების პრობლემის გარდა, სამეფო წყვილი იმ დედების პრობლემებითაც დაინტერესდა, რომლებიც ნარკოდამოკიდებულებას სპეციალისტების დახმარებთ ებრძვიან. სამეფო წყვილს სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა პატარა ჯორჯისა და შარლოტასთვის სათამაშოებიც აჩუქეს.