რომა ტურინში "ტორინოსთან" დამარცხდა. მასპინძლები ანდრეა ბელოტიმ დააწინაურა, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანს ბრწყინვალე ფორმაში დაუბრუნდა. ტურინელთა რიგებში დუბლი იაგო ფალკემ მიითვალა. რომამ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო. გოლი ტურინელთა კარში ფრანჩესკო ტოტიმ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან შეაგდო. შეხვედრა მასპინძელტა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.