კატალონიურმა ბარსელონამ სტუმრად ხიხონის სპორტინგი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. ჩემპიონებმა მასპინძლებს 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს. შეხვედრაში ნეიმარმა დუბლი გაიფორმა. რაფინიამ, სუარესმა და თურანმა კი ხიხონელთა კარში თითო ბურთი შეაგდეს. ბარსელონას ვერც ამჯერად დაეხმარა გუნდის ლიდერი ლიონელ მესი, რომელიც ტრავმირებულია.