აზერბაიჯანი საკონსტიტუციო ცვლილებების მოლოდინშია. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დღეს საყოველთაო რეფერენდუმი ტარდება, რომელმაც საპრეზიდენტო ვადის გაზრდისა და პრეზიდენტობის კანდიდატთა ასაკობრივი ზღვარის გაუქმების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ალიევის ინიციატივა საპრეზიდენტო ვადის გაზრდას 7 წლამდე ითვალისწინებს. გარდა ამისა, აზერბაიჯანში ვიცეპრეზიდენტის პოსტიც უნდა დაწესდეს.