შარლოტში კომენდანტის საათი გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის მერმა ჯენიფერ რობერტსმა და პოლიციის კომისარმა ტრევორ ფულერმა მიიღეს. მასობრივი არეულობები ჩრდილოეთ კაროლინაში მას შემდეგ დაიწყო, პაც პოლიციელებმა 43 წლის ფერადკანიანი მამაკაცი მოკლეს. სამართალდამცავები ირწმუნებოდნენ, რომ ლამონტ სკოტი შეიარაღებული იყო და სამართალდამცავებს დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია. ქალაქში დაწყებული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია პოლიციასშან შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც შარლოტში ჯერ საგანგებო მდგომარეობა, შემდეგ კი კომენდანტის საათი გამოცხადდა.