მორიგი ტერორისტული აქტი ერაყში. ქალაქ ტიკრიტში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმას მსხვერპლი მოყვა. ისლამისტები თავს საგუშაგო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ, რასაც 18 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. ბოლო 2 წლის განმავლობაში ტიკრიტში მასშტაბური ტერორისტული აქტი მეორედ განხორციელდა.