დღეს, 26 სექტემბერს, 15:00 საათზე, თბილისის #202 საჯარო სკოლაში, უსინათლო ბავშვთათვის პარა-ორკესტრის კონცერტი ჩატარდება, შშმ პირთა მონაწილეობით. პროექტი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით იმართება და მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის საზოგადოებაში ინკლუზია-ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზოგადოებაში ინტეგრაცია. ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული მუსიკალური ორკესტრი „პარაორკესტრი“, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა კატეგორიის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებით და ახალგაზრდებით, ამჯერად საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში, სადაც მხოლოდ უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები სწავლობენ. მუსიკას ამ კატეგორიის მქონე ადამიანებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან უსინათლო ადამიანები განსაკუთრებული სენსიტიურობით გრძნობენ და აღიქვამენ მელოდიას. „პარაორკესტრი“ შეასრულებს მათთვის, როგორც, ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების: ფალიაშვილის, ცინცაძისა და ყანჩელის ნაწარმოებებს, ასევე თანამედროვე მუსიკას კინოფილმებიდან „მეფე ლომი“ და „ვარდისფერი პანტერა“.