27 სექტემბერს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა. სპექტაკლი „დაბრუნებამდე...“ გურამ ბათიაშვილის პიესის, „რომა და ჯულიას“ მიხედვით, რეჟისორებმა ირაკლი გოგიამ და ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელეს. ქართველ გიორგისა და აფხაზ ამრას ერთმანეთი უყვართ, ქართულ -აფხაზური კონფლიქტის გამო მათ სიყვარულს ოჯახი უპირისპირდება.. და ტრაგიკული მოვლენები შექსპირის ყველაზე ცნობილი პიესის მსგავსად ვითარდება.. „ადამიანები არ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, შვილებს, არც სამშობლოს გაუფრთხილდნენ, არც ერთად ცხოვრების საუკუნეებს და მიიღეს ის, რაც უნდა მიეღოთ...“. შეყვარებულები - ქართველი გიორგი და აფხაზი ამრა მესაზღვრეს ესალმებიან. .. მათ სოხუმში დაბრუნება განიზრახეს...
სპექტაკლის, რომელიც სიმბოლურად 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს გაიმართება, ეძღვნება აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნას და იგი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
მხატვარი - მარიკა კვაჭაძე, მუსიკალური გაფორმება ირაკლი გოგიასი.
სპექტაკლში მონაწილეობენ: გიორგი ცხადაძე, მაიკო ვაწაძე, თამარ ბეჟუაშვილი, გიგი მიგრიაული, მამუკა მაზავრიშვილი, მარინა ხარჩილავა , მზია ტალიაშვილი, ვასილ შიხაშვილი, ნელი ბადალაშვილი, ვაჟა ციცილოშვილი, ვალერი ტორონჯაძე, სოფია სებისკვერაძე, თინათინ გვაზავა, ოთარ ჩიქობავა