თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით ვოკალური ანსამბლი “The Quintessentce” 2016 წლის შემოდგომას ევროპის ორ დიდ ფესტივალში იღებს მონაწილეობას.
29 სექტემბერს 21:00 საათზე პრაღაში (უნგრეთი) “La Fabrika”-ს დარბაზში საერთაშორისო აკაპელა ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული ვოკალური ანსამბლის “The Quintessence”ის სოლო კონცერტი. ფესტივალი წელს პირველად იმართება და ჯგუფისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა მასში მონაწილეობის მიღება, რადგან მსმენელის წინაშე წარსდგება ისეთი ჯგუფებთან ერთად, როგორებიც არიან “Rajaton”, “Jazzation”, “Yellow Sisters” და ა.შ.
30 სექტემბერს 20:00 საათზე ქალაქ ტრნავაში (სლოვაკეთი) საერთაშორისო აკაპელა ფესტივალის ZOOM + ფარგლებში ასევე გაიმართება ქართული ვოკალური ანსამბლის “The Quintessence”ის სოლო კონცერტი. ფესტივალი 2008 წლის შემდეგ იმართება ყოველწლიურად და სლოვაკეთის ყველაზე მაშტაბურ ფესტივალად ითვლება.
ვოკალური ანსამბლი “The Quintessentce” ჩამოყალიბდა 2012 წელს და მას შემდეგ ჯგუფის წარმატება და პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. შემოქმედების ყველა ასპექტი: ხმა, ინტონაცია, ბალანსი, დინამიკა, სირთულე, შესრულების მანერა და ა.შ. სახტად ტოვებს მსოფლიოს ნებისმიერ მსმენელს. საზღვარგარეთ ჯგუფს ფენომენალურს და უნიკალურს უწოდებენ, რომლის მსგავსიც არ მოიძებნება მსოფლიოს თანამედროვე მუსიკალურ სივრცეში.
ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო არაერთ უმნიშვნელოვანეს კონკურსსა და ფესტივალში (“International A Cappella Contest Leipzig” გერმანია, “VOKAL.TOTAL” ავსტრია, “Tampere International A Cappella Festival” ფუნეთი; “Harmony Sweapstakes A Cappella Festival” ამერიკა და ა.შ.) და არცერთი მათგანიდან არ დაბრუნებულა წარმატების გარეშე. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ღირსეულად წარმოაჩენენ ქართულ მუსიკას საერთაშორისო სცენაზე. სწორედ ამ წარმატებების შედეგია ის, რომ დღესდღეობით არა მარტო ევროპასა და ამერიკაში, არამედ აზიის მრავალ ქვეყანაშიც ვოკალური პოლიფონიის მსმენელი და ასევე ამ ჟანრში მონაწილე ისეთი ცნობილი ჯგუფები, როგორებიცაა “New York Voices”, “Manhattan Transfer”, “Real Group”, “Rajaton”, და ა.შ კარგად იცნობენ “The Quintessence”-ის შემოქმედებას და ქართულ პოლიფონიას.