უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბუდაპეშტის ცენტრში მომხდარი აფეთქების დეტალებზე საუბრობს. უწყების განმარტებით, აფეთქება გაზის გაჟონვას არ გამოუწვევია და ის წინასწარ იყო დაგეგმილი, თავდასმხმელების სამიზნე კი პოლიციელები იყვნენ. 2 დღის წინ ოქტოგონის მოედანთან ახლოს, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 პოლიციელი დაშავდა. უნგრეთის პოლიციამ ეჭვმიტანილებზე ნებისმიერი ინფორმაციისთვის ფულადი ჯილდო დააწესა.