რუსეთის ქმედებები სირიაში ბარბაროსულია. ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა განაცხადა.
„იმის მაგივრად, რომ მშვიდობის დამყარებისთვის იზრუნონ, რუსეთი და ასადის რეჟიმი ბომბავენ ჰუმანიტარულ კოლონებსა და საავადმყოფოებს. სირიაში კონფლიქტის შეწყვეტა შეუძლებელია, სანამ მოსკოვი საბრძოლველად არის მომართული. რუსეთი სირიაში ბარბაროსულად იქცევა,“-აღნიშნა პაუერმა.