სირიის თავისუფალი არმია და ამბოხებულთა 30-მდე დაჯგუფება რუსეთთან მოლაპარაკებაზე უარს ამბობხ. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალეპოს მასირებული დაბომბვის შემდეგ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს. ამბოხებულთა მტკიცებით, რუსეთი ასადის მოკავშირეა, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულს სჩადის და მოქმედ რეჟიმს სირიელი ხალხის განადგურებაში ეხმარება.