მორიგი თავდასხმა აშშ-ში. ილინოისის ქალაქ ურბან-შამპეინში შეიარაღებული პირი უნივერსიტეტის შნობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო. ახლომდებარე კვარტლები პოლიციამ მთლიანად გადაკეტა, თუმცა დამნაშავის დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.