რუსეთს სირიაში სამოქალაქო ომის გაჭიანურებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ამის შესახებ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
„პუტინის რეჟიმი არამხოლოდ რევოლვერს აწვდის ასადს ხელში, არამედ ზოგჯერ თვითონაც ისვრის რევორვერიდან. რუსები ამ ყველაფერში თავად მონაწილეობენ. ჩვენ უნდა დავადგინოთ, განახორციელეს თუ არა მათ ავიადარტყმა გაეროს ჰუმანიტარულ კოლონაზე. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ მათ სამხედრო დანაშაული აქვთ ჩადენილი,“-აღნიშნა ბორის ჯონსონმა.