ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, ბათუმში დღეს ამომრჩევლებს აჭარის ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი წარუდიგინეს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ლევან ანთაძე, ფინანსთა მინისტრი - ზაზა ფარსენაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი დონარი სურმაიძე, კულტურის მინისტრი - ზაურ დავითაძე.
პარტიის ლიდერებმა ლევან ვარშალომიძემ, დავით ბაქრაძემ, ნიკა მელიამ და სანდრა რულოვსმა მხარდამჭრებს პარტიის სამოქმედო პროგრამა გააცნეს და ქვეყნის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს.