ბრედ პიტთან განშორების შემდეგ ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მალიბუზე გაემგზავრა. სახლი, სადაც ის ბავშვებთან ერთად იცხოვრებს, კლდეზეა აშენებული და წყნარი ოკეანის სანაპიროს გადაჰყურებს. წყვილი ერთმანეთს გასულ კვირას დაშორდა, მას შემდეგ, რაც ჯოლიმ სასამართლოში განქორწინებაზე განცხადება შეიტანა. ჰოლივუდის ულამაზესი წყვილის განშორების მიზეზი ოჯახური უსიამოვნება გახდა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პიტმა შვილები ცემა. საქმით გამოძიების ფედერალური ბიურო უკვე დაინტერესდა.