იორდანიაში ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი ნახედ ჰატარი მოკლეს. თავდამსხმელმა მას 3-ჯერ ესროლა. თავდასხმა ამანის საქალაქო სასამართლოსთან განხორციელდა, სადაც ჰატარის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო. მწერალს ბრალად ისლამური რელიგიის შეურაცხყოფა ედებოდა. მკვლელი პოლიციამ ადგილზე დააკავა.