გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.
საგანგებო სხდომის მოწვევა აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა მოითხოვეს. საბჭოს განხილვის მთავარი თემა სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენები იქნება.
უშიშროების საბჭოს სხდომა ნიუ-იორკში, შესაძლოა, ადგილობრივი დროით 10.00 საათზე დაიწყოს.
სირიის სახელისუფლებო ძალები ალეპოზე კონტროლის დაბრუნებას გეგმავენ, რომლის ნაწილსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.