ცნობილი ამერიკელი მწერლის, ტრუმენ კაპოტეს ფერფლის ნაწილი აუქციონზე გაყიდეს. აუქციონი Julien's Auctions-ს სახლმა მოაწყო. მწერლის ნეშტში უცნობმა კოლექციონერმა 45 ათას დოლარად შეიძინა. მწერალი 1984 წელს 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ისეთი ცნობილი ნოველების ავტორია, როგორიცაა „საუზმე ტიფანისთან“ და „ცივსისხლიანი მკვლელობა.“