არა რასიზმს!- ამ მოწოდებით ჰელსინკის ქუჩებში 15 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. აქციაში მონაწილეობა ქვეყნის პრეზიდენტმა იუხა სიპილიამაც მიიღო. ფინლანდიის პრეზიდენტმა რასიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება დაგმო და თანამემამულეებს მეტი სულგრძელობისკენ მოუწოდა. გასულ წელს ფინეთმა 342 ათასი ლტოლვილი მიიღო, რასაც ადგილობრივ ულტრამემარჯვენეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა. ერთ-ერთ აქციაზე 28 წლის ანტიფაშისტი იიმი კარტუნენი დაიღუპა. დაღუპულის ოჯახი მკვლელობაში ნეონაცისტების ლიდერს, იესე ტორნიაინენს ადანაშაულებს.