მექსიკაში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების წინააღმდეგ გამოდიან. საპროტესტო აქცია მეხიკოს ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთა უფლობების შელახვა არ სურთ, მაგრამ ოჯახური ღირებულებებისა და ქორწინების ინსტიტუტის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. მანიფესტანტებმა პრეზიდენტ ნიეტოსთან შეხვედრა მოითხოვეს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების პირობა დადო.