მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი პრესკონფერენციაზე ბუზმა შეაწუხა. ჟოზე მაურინიო ლესტერთან გამართული თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა. 53 წლის პორტუგალიელმა მათ ბოდიში მოუხადა: „მოდით, ჯერ ამ ბუზს მოვკლავ. აბა, ბუზო, ნახვამდის!“ ამ სიტყვებით მან მუხლზე ხელი დაირტყა, თუმცა ბუზი გაფრინდა.