NBA-ს ვარსკვლავი ქევინ გარნეტი პროფესიონალ კარიერას ასრულებს. ამის შესახებ მინესოტა ტიმბერვულვზის მწვრთნელმა გლენ ტეილორმა განაცხადა.
„ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო თვალი მედევნებინა, თუ როგორ იზრდებოდა დღიდან დღემდე და წლიდან წლამდე ქევინი და როგორ გახდა ნამდვილი ვარსკვლავი. ის თავის ცხოვრებაში ახალ ფურცელს შლის და მინდა წარმატება ვუსურვო. მინესოტას გულშემატკივრებს ყოველთვის ემახსოვრება ის დიდი წარმატებები, რომლის მიღწევაშიც გუნდს ქევინი დაეხმარა. ამისთვის მას უღრმესი მადლობა,“-აღნიშნა ტეილორმა.
40 წლის გარნეტს კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებდა, თუმცა მან კალათბურთიდან წასვლა კონტრაქტის ვადის დასრულებამდე გადაწყვიტა.