ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებული საქმე ესპანეთის სასამართლომ წარმოებაში დააბრუნა. საქმე ეხება 2013 წელს განხორციელებულ ტრანსფერს. საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ „სანტოსისგან“ ფეხბურთლი 57 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ბრაზილიის საინვესტიციო კომპანია DIS-მა კლუბის ხელმძღვანელობა სიცრუეში დაადანაშაულა. როგორც კომპანიის იურისტები ირწმუნებიან, ნეიმარი ბარსას გაცილებით მეტი დაუჯდა, თუმცა გადასახადების თავიდან არიდების მიზნით ტრანსფერის რეალური ღირებულება დამალა. ამის გამო კი DIS-მა რამდენიმე მილიონი ევრო დაკარგა. კომპანიამ თაღლითობაში თავად ფეხბურთელი, მისი მამა და ბრაზილიურ კლუბ სანტოსის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა.