თურქეთის ხელისუფლებისგან დევნილი ფეთულა გიულენი აცხადებს, რომ სამშობლოში დასაბრუნებლად მზადაა. ვრცელი ინტერვიუ ამერიკაში მცხოვრებმა სასულიერო პირმა გერმანულ ტელეარხ ZDF-ს მისცა.
„თუ ვაშინგტონი ანკარის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ექსტრადიციის გადაწყვეტილებას მიიღებს, პრობლემა არ არის. მე თურქეთში დავბრუნდები,“-აღნიშნა გიულენმა.
ფეთულა გიულენს თურქეთის ხელისუფლება 15 ივლისის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს.