კატალონიური ბარსელონას მცველმა დუგლას პერეირამ ტრავმა ძილში მიიღო. 26 წლის ბრაზილიელს სპორტინგთან შეხვედრის შემდეგ ავტობუსში ჩაეძინა. როგორც ფეხბურთელი ამბობს, მან სავარძელზე არასწორი პოზა მიიღო, რის გამოც დუნდულა კუნთი დაიზიანა. ამის გამო პერეირა გუნდთან ერთად ერთი კვირა ვეღარ ივარჯიშებს.