სირიის მოქმედი პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს სახელიწუფლო ძალების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს. ბაშარ ასადის თქმით, საჰაერო იერიში დეირ-ეზ-ზორის რაიონში ამერიკულმა ავიაციამ განახორციელა. „ის, რომ ჩვენი პოზიციები შეცდომით დაბომბეს, აბსოლუტური სიცრუეა. პოზიციები ერთი საათის განმავლობაში იბომბებოდა. შეუძლებელია შეცდომას ერთი საათის განმავლობაში უშვებდე,“-აღნიშნა ასადმა. სირიის სამთავრობო ძალების პოზიციები დეირ-ეზ-ზორში გასულ კვირას დაიბომბა, რასაც 60-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.