ბრედ პიტის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. ამის შესახებ გამოცემა TMZ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ლოს-ანჟელესის პოლიცია მსახიობს შვილების ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი კერძო თვითმფრინავში მოხდა. როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, წყობიდან გამოსულმა პიტმა საკუთარ ბავშვებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი უკვე დაკითხა. წყვილის განქორწინების შესახებ ინფორმაცია პრესაში 2 დღის წინ გავრცელდა.