24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში თქვენ საშუალება გექნებათ ახალი თვალით, სხვანაირად დაინახოთ ჩვეულებრივი საგნები და ამაში მხატვარ Framavi-ს პერსონალური გამოფენა, «ლიმფა» დაგეხმარებათ. გამოფენა 16:00 საათზე გაიხსნება.
თანამედროვე კაცობრიობა ცდილობს სულ უფრო მეტი ყურაღება დაუთმოს ჯანსაღი წესით ცხოვრებას. Framavi ამ ტენდენციის მომხრეა. ლიმფა (ხერხემლიანთა ირგანიზმში არსებული გამჭირვალე სითხე) მოძრაობს ადამიანის სხეულში, ატენიანებს და მიკროელემენტებით ამდიდრებს მის ქსოვილებს . ეს უჩინარი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი ხშირად იგნორირებულია. ზოგჯერ ადამიანი ასევე არაფრად აგდებს შინაგან ენერგიას , რომელიც მას მოქმედების უნარს ანიჭებს და აძლიერებს - ჩვეულებრივად მიიჩნევს, რომ თითქოს ასეც უნდა იყოს.
მხატვრის მიზანია ამ მეტაფორისა და ნახატების საშუალებით დაეხმაროს თითოეულ მნახველს, იპოვოს თავისთავში მარცვალი, რომელიც წაახალისებს გადადგას ნაბიჯი თვითგანვითარებისა და თავისი შინაგანი რესურსების ძიების გზაზე. მხატვარი სწორად საქართველოში მოგზაურობამ შთააგონა, ამიტომ გამოფენაც თბილისში გაიმართება. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ზეთის საღებავებითა და მხატვრის უნიკალური ტექნიკით შესრულებული აბსტრაქციონიზმის სტილის 17 ნამუშევარი .
მარია შუტენკოვა ცნობილია, როგორც Framavi. იგი დაიბადა 1988 წელს უკრაინის ქალაქ ლიტინში. დაამთავრა ლონდონის ხელოვნების აკადემია და იმპრესიონისტების სკოლა საფრანგეთში. მის შემოქმედებაში ძირითადად წარმოადგენს აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს და აბსტრაქტულ იმპრესიონიზმს.
მარია რეგულარულად მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში, კერძოდ ; ვენეციის 55-ე ბიენალზე ,იტალია ,2013; «მსოფლიო მხატვრები » , Espace Leo Ferre,,
მონაკო 2014 , ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი “Senza Assaggio di Milano Titolo Art Awards 2015”. 2015 წელს იგი დაჯილდოვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორდენით «ხელოვნების მეგობრობა ».\