ინდონეზიაში წყალდიდიობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 23 ადამიანი იმსხვერპლა. მაშველები დაკარგული მოქალაქეების ძებნას განაგრძობენ. ძლიერი წყალდიდობა დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიური უბედურების ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.