კომპანია "ბორჯომი" ლოკალური მწარმოებლიდან მულტინაციონალურ კომპანიად გადაიქმნა და სახელი შეეცვალა. "ბორჯომი" ამიერიდან ბაზარზე "IDS ბორჯომი საქართველო" სახელწოდებით გამოვა.
2004 წლიდან კომპანია "ბორჯომის" ბაზაზე შეიქმნა მინერალური წყლების მწარმოებელი საერთაშორისო კომანია "IDS Borjomi International",რომლშიც ქართულ კომპანიასთან ერთად სხვადასხვა დროს გაერთიანდა უკრაინული და რუსული მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიები - "IDS Group" და "IDS Borjomi Russia". ასევე, გაიხსნა კომპანიის ევროპის წარმომადგენლობა "IDS Borjomi Europe".
საერთაშრისო კომპანია "IDS Borjomi International", ლიდერი კომპანიაა დსთ-სა და ბალტიისპირეთის მასშტაბით. მის შემადგენლობაში შედის ქართული "IDS ბორჯომი საქართველო", უკრაინული "IDS Group" და რუსული "IDS Borjomi Russia". მისი პორტფელი შედგება ისეთი ცნობილი ბრენდებისგან, როგორიცაა "ბორჯომი", "ლიკანი", "ბაკურიანი", "ბორჯომის წყაროები", "მორგოროდსკაია", "მორშინსკაია", "სტარი მირგოროდ", "ტრუსკავეცკაია", "სოროჩინსკაია", "ალიასკა", "ედელვეის", `სვიტოი ისტოჩნიკ".
მენეჯმენტის ინფორმაციით, კომპანიის პორტფელში ქართული მინერალური წყალი `ბორჯომი~ ნომერ პირველი ბრენდია, რომლის ექსპორტი 30 ქვეყანაში ხორცილედება.
"IDS Borjomi International"-ი წელიწადში 700 მილიონ ლიტრ მინერალურ წყალს აწარმოებს. საერთაშორისო კომპანია მინერალური წყლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მასშტაბით.