უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სუმის ოლქის ქალაქების, ბელოპოლიესა და ვოროჟბას მაცხოვრებლებს დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
„ქალაქების ბელოპოლიესა და ვოროჟბას მაცხოვრებლებს ვთხოვ, სასწრაფოდ გადავიდნენ უსაფრთხო ადგილას! საევაკუაციო ავტობუსები ყოველ დილით 08:00 საათზე გავლენ“, - წერს ის Facebook-ზე სუმის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილო მელნიკი.
ბელოპოლიე და ვოროჟბა რუსეთის ფედერაციასთან საზღვართან ახლოს, კურსკის ოლქში, რუსული სოფლის, ტეტკინოს სამხრეთით მდებარეობს.
როგორც Deutsche Welle აღნიშნავს, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ტეტკინოს მახლობლად სამხედროებისა და ტექნიკის კონცენტრირებას ახდენდნენ.
ასევე გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ მდინარე სეიმის (რომელიც კურსკისა და სუმის რეგიონებში მიედინება) და მისი შენაკადების გასწვრივ ხიდების განადგურებას,
მანამდე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა, განაცხადა, რომ „კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია“ დასრულებულია.
მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სუმის ოლქში „უსაფრთხოების ზონას“ ქმნიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა თავის მხრივ განაცხადა, რომ „უკრაინის თავდაცვის ძალების თავდაცვითი ოპერაცია კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში გრძელდება“.