ისლამისტურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ მოსულში ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამის შესახებ აშშ სამხედრო სამეტაურო შტაბი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტებმა მდოგვის გაზის რაკეტები კაიარას სამხედრო ბაზასთან ააფეთქეს, თუმცა ინციდენტის შედეგად ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან. ჭურვის ფრაგმენტი შესასწავლად ლაბორატორიაში უკვე გადაიტანეს.