სირიაში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანა 26 სექტემბრიდან განახლდება. ამის შესახებ გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში სტეფან დი მისტურამ განაცხადა. ჰუმანიტარული მისია გაერომ დროებით მას შემდეგ შეაჩერა, რაც ალეპოში საერთაშორისო წითელი ნახევარმთვარის კოლონა დაბომბეს. ინციდენტს 12 ადამიანი ემსხვერპლა. შეერთებული შტატები მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, რუსეთი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.