ისრაელი ბოლო ხანს გახშირებული თავდასხმების გამო ებრაული დღესასწაულების წინ უსაფრთხოებას კიდევ უფრო ამკაცრებს. პალესტინელების მხრიდან ხშირ შემთხვევაში ცივი იარაღით თავდასხმების სამიზნედ იერუსალიმის ცენტრი იქცა. ძველ ქალაქში სამართალდამცველების დამატებითი ჯგუფებია მობილიზებული, რომლებიც საეჭვო პირებს აჩერებენ და ჩხრეკენ. ბოლო ერთ წლის განმავლობაში მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილსა და ღაზას სექტორში შეტაკებებს 218 პალესტინელი, 33 ებრაელი და ორიც ამერიკელი ემსხვერპლა.