ტონი ბლერი ბიზნესიდანაც მიდის. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო სექტორში გადასვლას გეგმავს. ექსპრემიერმა უკვე გახსნა არაკომერციული კომპანიები „ვინდრაში“ და „ფაიარაში, „ რომლებშიც 200-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანიები საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული. ტონი ბლერმა პრემიერის პოსტი 2007 წელს დატოვა, 2011 წლიდან კი ის ყაზახეთის პრეზიდენტის მრჩეველი იყო. როგორც ბრიტანული პრესა იტყობინება, ნაზარბაევმა მას მომსახურების საფასურად 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.