გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი აშშ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. პეტრო პოროშენკომ და ჯოზეფ ბაიდენმა დონბასში სექმნილ ვითარებასა და მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრისას ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან მილიარდიან ტრანშს მიიღებს. მისივე თქმით, კიევმა აღებული ყველა ვალდებულება უკვე შეასრულა.