კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო ასოციაცია LEGE ARTIS, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, კოტე მახარაძის დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო წელთან დაკავშირებულ ღონისძიებებს იწყებს.
22 სექტემბერს 14:00 საათზე კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, პროექტ „კოტე მახარაძე 90“-ის ფარგლებში, აწყობს ღონისძიებათა საპრეზენტაციო შეხვედრას საზოგადოების წარმომადგენლებთან, მის კოლეგებთან და მეგობრებთან.
23 სექტემბრიდან დასასვენებელ პარკ „მზიურში“ ნაჩვენები იქნება სპექტაკლების ვიდეო ჩანაწერები, რომლებშიც კოტე მახარაძე მონაწილეობდა: 23 სექტემბერი “ბაგრატიონები“, 24 სექტემბერი „აკაკი“ 25 სექტემბერი „ილია“. ჩვენებები 20:00 საათზე დაიწყება და მათზე დასწრება თავისუფალია!