ბარაქ ობამამ რუსეთი გაეროს ტრიბუნიდან გააკრიტიკა. აშშ პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი ცდილობს წარსული სიძლიერე აგრესიით დაიბრუნოს.
„ჩვენ დღეს ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსეთი წარსული სიძლიერის დაბრუნებას, მაგრამ თუკი რუსეთი განაგრძობს მეზობლების საქმეებში ჩარევას, მისი საზღვრები კიდევ უფრო შესუსტდება,“-აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.