რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. ფესტივალ „ახალ ტალღაზე“ რამდენიმე ცნობილმა არტისტმა სიმღერა „დღესასწაული მიდის“ შეასრულა. იგორ კრუტოისა და ნიკოლაი ბასკოვის შემდეგ მელაძეს სიმღერის თავისი ნაწილი უნდა ემღერა, თუმცა პირის მოძრაობა ფონოგრამას ვერ დაამთხვია, რაც სოციალური ქსელების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. „ახალი ტალღა“ სოჭში 3-9 სექტემბერს ჩატარდა.