რუსეთი სირიაში გაეროს ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვას უარყოფს. საგანგებო განცხადება თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა გააკეთა. მისი თქმით, კოლონაზე ავიადარტყმები არც სირიულ და არც რუსულ ავიაციას არ განუხორციელებია. საერთაშორისო წითელი ნახევარმთვარისა და გაეროს სატვირთო მანქანები გვიან ღამის ალეპოში დაბომბეს, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა.