ჯორჯ ბუში უფროსი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ჰილარი კლინტონს მისცემს. ამის შესახებ ამერიკული ინტერნეტ-პორტალი „პოლიტიკო“ იტყობინება. აშშ ყოფილი პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად დონალდ ტრამპის დასახელებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. ანალოგიური პოზიცია ჰქონდა ჯორჯ ბუშ უმცროსსაც.