ფინეთის ქალაქ პირკანმაას სასამართლომ კუბელ სპორტსმენებს განაჩენი გამოუტანა. ეროვნული ნაკრების ხუთ ფრენბურთელს ბრალი ფინელი გოგონას გაუპატიურებაში დასდეს.
სასამართლომ ოთხ მათგანს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ერთი კი 3,5 წლიან სასჯელს მოიხდის. სექსუალური ძალადობის ბრალდებით კუბელი სპორტსმენები პოლიციამ ივლისში დააპატიმრა.