გაერომ სირიაში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანა შეაჩერა. ამის მიზეზი გვიან ღამით ალეპოში მომხდარი ინციდენტი გახდა. ქალაქისკენ მიმავალ ჰუმანიტარულ კოლონაზე ავიადარტყმა განხორციელდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, ავიადარტყმები სირიის ან რუსეთის ავიაციამ განახორციელა.