ახმად ხან რაჰამი დაკავებულია. ამის შესახებ ნიუ იორკის პოლიცია იტყობიება. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტებში ეჭვმიტანილი რაჰამი სამართალდამცავებმა ნიუ ჯერსიში, ლინდენის რაიონში აიყვანეს. სპეცოპერაციის დეტალები უცნობია. მასშტაბური ტერორისტული აქტი ჩელსის რაიონში 17 სექტემბერს განხორციელდა, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაშავდა. კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ნიუ-ჯერსიში. ამის შემდეგ პოლიციამ ახლომდებარე კვარტლებში კიდევ 5 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.