ბრიტანელმა სუპერმოდელმა ქეით მოსმა საკუთარი სამოდელო სააგენტო გახსნა. ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფი“ იტყობინება. ახალ სააგენტოს Kate Moss Agency ერქმევა. „მე მჭირდება ლამაზი ხალხი, ვისაც უყვარს ცეკვა, სიმღერა და თამაში. მე მათგან ნამდვილ ვარსკვლავებს შევქმნი,“-აცხადებს 90-იანი წლების სუპერმოდელი.