ლონდონის მოდის კვირეულზე „მალბერის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა ზამთრის განწყობა და სუსხი შეიტანა. ახალ კოლექციაში ბურგუნდიული ღვინისა და მუქი ლურჯი ტონები ჭარბობს.
სასკოლო უნიფორმის სტილის კაბები და მოსასხამები კი ძირითადად სინთეტიკური ქსოვილისგანაა შექმნილი. „მალბერის“ ბრენდი სომერსეტში 1971 წელს შეიქმნა და თავიდან საოჯახო ბიზნესის სტატუსით მუშაობდა.
ამჟამად ის უკვე გლობალური ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით 122 მაღაზია აქვს.