„სამეფო კარის თამაშები“ საუკეთესო სერიალად აღიარეს. „საუკეთესო დრამატული სერიალის“ ნომინაციაში ფილმს ამერიკის სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის მთავარი ჯილდო „ემი“ გადაეცა. ტელესერიალებს შორის „სამეფო კარის თამაშებმა“ რეკორდი დაამყარა. ფილმმა 38 პრემია მიიღო. საუკეთესო კომედიურ სერიალად წელს „ვიცე-პრეზიდენტი“ დასახელდა, საუკეთესო სატელევიზიო ფილმის ტიტული კი წილად ტელესერიალ „შერლოკის“ ეპიზოდს, „მახინჯი პატარძალი“ ხვდა.