ქართული ტელემაუწყებლობა "ივერიის" ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე საზოგადოებრივ არხისგან პირდაპირ ეთერში დაბატებს ითხოვს.
"ილია მეორის შეურაცხმყოფელი და უხამსი ვიდეორგოლების ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე, პროკურატურაში დაწყებული გამოძიება და ვიღაცების დაკავება სააკაშვილის მორიგი პიარ-აქციაა" - აცხადებს გიორგი ანდრიაძე.
მისივე თქმით, თეა თუთბერიძე რომ ყვირის "ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტით გარანტირებული უფლებააო" - მე რომ მაგისმა ფაშისტურმა ხელისუფლებამ ერთი წელია ტელევიზია "ივერია" დამიხურა ნეტავ ეგ რაღა არის?"- აცხადებს ანდრიაძე.
მისი აზრით, საზოგადოებრივ არხზე გასამართი პირდაპირი ეთერის ჩაშლაც სააკაშვილის მორიგი ხრიკი უნდა იყოს.
"მე, როგორც ამ დებატების ერთ-ერთი მონაწილე, ამ არხისგან პირადად ვითხოვ პირდაპირი ეთერის დაბრუნებას," - განაცხადა ანდრიაძემ.