კიევში, რუსეთის საელჩოსთან, რუსეთის მოქალაქეებს სცემეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „112 უკრაინა“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო უბანთან მისულ 3 მოქალაქეს შენობის წინ შეკრებილმა ნაციონალისტებმა გზა გადაუღობეს და საელჩოში შესვლის საშუალება არ მისცეს. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც რუსეთის მოქალაქეები დაშავდნენ. სამართალდამცავებმა ინციდენტის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. საპარლამენტო არჩევნები რუსეთში დღეს დილის 9 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბანი კიევში რუსეთის საელჩოშიც გაიხსნა.